ინფორმაციის განყოფილება

სამეცნიერო_სამედიცინო ინფორმაციის განყოფილება შეიქმნა 1974 წელს და დაარსებიდან მისი ხელმძღვანელი იყო ნატა სეხნიაშვილი. განყოფილება მეცნიერ-მუშაკების უზრუნველყოფდა სამამულო და უცხოური მეცნიერების მიღწევების სრული ინფორმაციით, რაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობის წარმართვისათვის.
წლების განმავლობაში განყოფილებაში მუშაობდნენ: ნ. კუჭავა, ა. ნიკოლაძე, თ. ჩიქოვანი, თ. გურაშვილი, ნ. ელიკაშვილი, მ. დავითაშვილი, ე. ჭინჭარაძე, მ. ჩიქობავა, მ. მარტიროსოვა, ნ. კუჭავა, ბ. ღვინიაშვილი, მ კაცობაშვილი, ბ. კენჭაძე. განყოფილებაში წარმოებდა დაგეგმილი და დამთავრებული ნაშრომების რეგისტრაცია და ინფორმაციის გაგზავნა სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის ცენტრში.
განყოფილებაში შედიოდა საპატენტო სტრუქტურა, რომელიც მუშაობდა ფონდის შექმნაზე, შესწავლაზე, გამოყენებასა და შევსებაზე; აწარმოებდა თანამშრომელთა სავარაუდო გამოგონებების წინასწარ ექსპერტიზას სიახლეზე, საპატენტო ფონდის მიხედვით. მას ხელმძღვანელობდა ა. ტენიშევი. განყოფილების შემადგენლობაში იყო სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ვალია ბირკაია, შემდეგ ანგელინა თურქია.
შემდეგ წლების განმავლობაში ბიბლიოთეკაში მუშაობდნენ ნ. ჟრამაძე, მ. ლორეციანი. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფდა მეცნიერ-თანამშრომლებს სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო ლიტერატურით. ამჟამად განსაკუთრებული ძალისხმევაა მიმართული ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. გამოყენებულია, აგრეთვე, საინფორმაციო ტექნოლოგიები, როგორც ინსტიტუტის საქმიანობის განვითარების სტრატეგიული და აუცილებელი რესურსი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე