ეპიდემიოლოგიური კვლევის განყოფილება

ეპიდემიოლოგიური კვლევის განყოფილება ჩამოყალიბდა 1988 წელს საორგანიზაციო-მეთოდური განყოფილების ბაზაზე. საორგანიზაციო-მეთოდურ განყოფილებას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მედ. მეცნ. კანდიდატი ი. ჩოხელი, მედ. მეცნ. დოქტორი ა. ხეროდინაშვილი, მედ. მეცნ. კანდიდატი ვ. ბადაშვილი, მედ. მეცნ. კანდიდატი ვ. დუროვი, ვ. მატატაშვილი, მედ. მეცნ. კანდიდატი ა. მინდორაშვილი, მედ. მეცნ. კანდიდატი ს. აკოპოვა-თეთრაძე, ვ. ლომესი. ამჟამად განყოფილებას ხელმძღვანელობს მედიცინის დაქტორი ნანა ჩხაიძე.

საორგანიზაციო-მეთოდური განყოფილება წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ინსტიტუტის სამეცნიერო და პრაქტიკულ განყოფილებებთან. იგი კოორდინაციას უწევდა მათ მუშაობას იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც უშუალოდ ემსახურებოდნენ სხვადასხვა დარგის საწარმო ობიექტებს და სოფლის მეურნეობის დარგებს.

განყოფილება კურირებდა სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურების და პროფესიული პათოლოგიის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის ექიმებისათვის გასვლითი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების და სემინარების ჩატარებას როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ განყოფილების ხელშეწყობით ტარდებოდა სანიტარიულ-საგანმანათლებლო ტრენინგები სხვადასხვა დარგის საწარმოებსა და სოფლის მეურნეობის დარგებში დასაქმებულთა შორის.
საორგანიზაციო-მეთოდურ განყოფილებაში, წლების განმავლობაში, შეისწავლებოდა საქართველოს სამრეწველო ობიექტებსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა პროფესიული და შრომისუუნარობით გამოწვეული ავადობის მაჩვენებლები. განყოფილების ხელშეწყობით, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგებიდან გამომდინარე, მზადდებოდა მეთოდური რეკომენდაციები, სამუშაო და საინფორმაციო წერილები, ინსტრუქციები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა დიდ როლს ასრულებდა და ასრულებს როგორც საერთო, ისე პროფესიული ავადობის დონის შემცირებაში. განყოფილების თანამშრომლების მიერ ტარდება გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულთა შორის.

ეპიდემიოლოგიური განყოფილების თანამშრომლების მიერ, პირველად საქართველოში, “ჭიათათურმანგანუმში” დასაქმებულთა მაგალითზე, ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა მომუშავეთა ჯანმრთელობაზე პროფესიული ფაქტორების ზემოქმედების შორეული შედეგების დასადგენად, კერძოდ, შესწავლილ იქნა მომუშავეთა სიკვდილობის მაჩვენებლები (ნ. ჩხაიძე). განყოფილების მუშაობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: -საქართველოს სამრეწველო ობიექტებსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა პროფესიული, პროფესიით პირობადებული და შრონის უუნარობით გამოწვეული ავადობის მაჩვენებლების შეესწავლა; -ორგანიზმზე შრომის არახელსაყრელი პირობების ზემოქმედების შორეული შედეგების განსაზღვრა სიკვდილობის მაჩვენებლების მიზეზებისა და დონეების შესწავლის საფუძველზე; -გაღრმავევებული ეპიდემიოლოგიური კვლევები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულთა შორის.

2007–2016 წლებში პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა წარმოებებში, ჩატარებული იქნა აღწერილობითი ეპიდემიოლოგიური კვლევები ,,ინტერვიურირება-პირისპირ“ მეთოდის გამოყენებით. ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიღებულ იქნა სხვადასხვა მონაცემი: სქესობრივი, ასაკობრივი, სტაჟობრივი ჯგუფების, შრომის ჰიგიენური პირობების მავნეობის კლასების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, საცხოვრებელი პირობების, ცხოვრების წესის, შრომის პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე, შესწავლილ იქნა ავადონის მაჩვენებლები დროებითი შრომისუუნარო დღეების მიხედვით. მიღებული შედეგები შეფასდა ნოტკინის „დროებითი შრომისუუნარობის მიხედვით ავადობის მაჩვენებლების შეფასების კლასიფიკაციით“. განყოფილებაში სხვადასხვა წლებში მუშაობდნენ: თ. ტოგონიძე, მედ. მეცნ. კანდიდატი ო. ბოიახჩევა, მ. გველესიანი, მედ. მეცნ. კანდიდატი დ. გაგუა, ლ. მარგველაშვილი, ხ. შუბლაძე, ნ. ცანავა, ლ. ჟორჟოლიანი, ლ. ქოიავა, ნ. ჩიქობავა, ე. ლიფონავა, ი. ზოიძე, ი. გიგაური, მ. თურმანაული, თეა თოდუა, თათია თოდუა, მ. მამულაშვილი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე