პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის განყოფილება

1963 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების რევაზ მანჯგალაძისა და ვერა ვაშაკიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ტოქსიკოლოგიის ლაბორატორია, რომელიც შემდგომ სამეცნიერო კვლევების გაფართოვებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით 1976 წელს გარდაიქმნა მედიკო-ბიოლოგიურ განყოფილებად. იგი აერთიანებდა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ტოქსიკოლოგიის, შორეული შედეგების, მორფოლოგიისა და სამედიცინო გენეტიკის ლაბორატორიებს და ჯგუფებს თიოლური ნაერთების სინთეზის, ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკოკინეტიკისა და ტოქსიკოდინამიკის, ემბრიოტოქსიკურ და მასენსიბილიზებელი მოქმედების შესასწავლად.

მედიკო-ბიოლოგიური განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა ფუნდამენტური ტოქსიკოლოგიური კვლევები ახალი ქიმიური ნივთიერებების ჰიგიენური ნორმატივების მეცნიერული დასაბუთების მიზნით. პროფ. რ. მანჯგალაძემ და პროფ. ვ. ვაშაკიძემ საფუძველი ჩაუყარეს ორგანიზმის რეპროდუქციულ ფუნქციაზე (გონადოტოქსიკური, ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული ეფექტები, რამდენიმე თაობის ზოგადი განვითარება, მუტაგენური და სხვა ეფექტები) სხვადასხვა ჯგუფის და დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების მოქმედების შესწავლას და მეთოდოლოგიური პრინციპების სრულყოფას.

აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ მედ. მეცნ. დოქტ. პროფ. ვ. ვაშაკიძე, მ.მ.კანდ. ნ. შავლაძე, მედ. მეცნ. კანდ. ი. ღვინერია, მედ. მეცნ. კანდ. რ. ცომაია, ბიოლ. მეცნ. კანდ. ნ. გოგებაშვილი, ბიოლ.მეცნ.კანდ. ა. ფირცხელინი, ბიოლ.მეცნ.კანდ. ნ. ლაზრიშვილი, ტექნ. მეცნ. კანდ. თ. ხოშტარია, ბიოლ. მეცნ. კანდ. მ. ჟურული, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ვ. სააკაძე.

მედიკო-ბიოლოგიურ განყოფილებას 1985 წლამდე ხელმძღვანელობდა მედ. მეც. დოქტორი, პროფესორი ვერა ვაშაკიძე. შემდგომში, 2000 წლამდე მისი ხელმძღვანელი იყო მედ. მეც. კანდ. ი. ღვინერია.

წლების განმავლობაში განყოფილებაში ნაყოფიერად მუშაობდნენ მეცნიერები, მათ შორის მედიცინისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები: ლ. გერაძე, ნ. წერეთელი, ც. ბერუაშვილი, ა. შუკაკიძე, მ. ელაშვილი, ა. კრავეიშვილი, ლ. ბაქრაძე, ნ. არხანგელსკი, ნ. ფარცხალაძე, რ. მარხვაიძე, ნ. ტატალაშვილი, ც. გიგინეიშვილი, აგრეთვე ც. ქავთარაძე, ე. სინჯარაძე, ც. გალუაშვილი, ი. ჯაფარიძე, მ. ვაშაკიძე, ნ. ბახტაძე, ლ. კვერღელიძე, მ. ქუთათელაძე, მ. ტერტერაშვილი, ლ. ბარქაია, ქ. კიკნაძე, დ. ალავიძე, თ. ბერაია, ვ. პოლეშუკი, თ. ქადეიშვილი, ლ. მანველიძე, ნ. ერაძე. მ. თოთლაძე, თ. ოხანაშვილი, ქ. ჩომახიძე, თ. ერისთავი, მ. სურაძე, მ. ჩიჩუა, ტ. პაპიძე, დ. ელისაშვილი, ც, ცინცაძე, ე. ბურდილაძე. ნ. ჩიქობავა ნ. შოშიტაიშვილი და სხვა. ამ შესანიშნავი კოლექტივის დაუღალავი შრომა გახდა საწინდარი განყოფილების წარმატებული განვითარებისა.

განყოფილების მიერ საკავშირო დონეზე რეგლამენტირებულია 20-ზე მეტი სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის სამრეწველო შხამი და პესტიციდი. შემუშავებულია 25 მეთოდური რეკომენდაცია ამ ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების მოსალოდნელი კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის საკითხებზე. მიღებულია საავტორო მოწმობები: 3 - ანტიდოტური საშუალებების სინთეზზე და 1 - დარიშხანოვანი ანჰიდრიდის ბიოსუბსტრატებში აღმოჩენის მგრძნობიარე მეთოდის შემუშავებაზე. ამავე პერიოდში კლინიკამდელი ტოქსიკოლოგიური შეფასება მიეცა მრავალ სამკურნალო პრეპარატს და კომპლექსონს. აგრეთვე, ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური შეფასება მიეცა სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებულ მასალებს და პროდუქციას: მოდიფიცირებულ ცეოლიტებს, ორგანულ და მინერალურ სასუქებს, ნეიტრალურ სამშენებლო მასალებს, კომბინირებულ პესტიციდებს და სხვ.

დადგენილია მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის მანგანუმის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის შენაერთების, სევინის, დნოკის, კაპტანის, ფტალანის, მოროციდის, კელტანის, თიაზონის, პაარლანის, ფუნდაზოლის სინთეზური კოაგულანტების, კომბინირებული პესტიციდების და სხვათა ზემოქმედების ტოქსიკურობის მაჩვენებლები, ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანება და არასრულფასოვანი თაობის მიღების რისკი. გამოვლენილია საშიშროების ხარისხის დამოკიდებულება მავნე ფაქტორის ქიმიურ სტრუქტურაზე, დოზასა და ექსპოზიციაზე. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა პესტიციდების ჰიგიენური ნორმირების მეთოდოლოგიის სრულყოფა, აგრეთვე დაჩქარებული ნორმირების მეთოდიკის შემუშავება და ორგანიზმზე ზემოქმედების შორეული შედეგების პროგნოზირება.

შემდგომ პერიოდში ტარდებოდა სამუშაოები პესტიციდების ორგანიზმზე კომბინირებული მოქმედების შესასწავლად. შერჩეულ იქნა ნაკლებად ტოქსიკური და შეთავსებადი კომბინაციები. ემბრიოტოქსიკური და მუტაგენური ეფექტების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სინერგიზმის, სუმაციის და ანტაგონიზმის გამოვლენის საკითხებს.

შესწავლილ იქნა მუტაგენებისა და არამუტაგენების კომბინირებული ზემოქმედებისას ცილის სპექტრისა და ორგანიზმის იმუნური მდგომარეობის ცვლილებები. შემუშავდა ციტოგენეტიკური ეფექტის კორექციის მეთოდური მიდგომები. ქიმიური ნივთიერებების რეპროდუქციული ტოქსიკურობის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა პროფ. ვ. ვაშაკიძის მონოგრაფია "Влияние химических соединений на генеративную функцию организма и потомства (1984)” .

2000 წელს მედიკო-ბიოლოგიური განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის განყოფილება (ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი მ. ჟურული; მთავარი სპეციალისტი ვ. სააკაძე; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თ. ონიანი, სპეციალისტი-ბიოლოგი ო. ღვაბერიძე), რომელსაც ხელმძღვანელობს მედ.მეცნ.დოქტ. ინგა ღვინერია.

პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის განყოფილების ძირითადი მიმართულებაა ქიმიური უსაფრთხოების სისტემის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საფუძვლებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, ქვეყნის მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების (WHO, ILO, FAO, EU და სხვ.) დოკუმენტებისა და დირექტივების მოთხოვნათა საფუძველზე.

მისი საქმიანობა მოიცავს:
• ნორმატიული აქტების, ჰიგიენური ნორმების, წესების, დებულებების და რეკომენდაციების შემუშავება;
• ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასიფიკაციისა და ნიშანდების წესების ჰარმონიზება ევროკომისიის დირექტივებთან;
• ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო საინფორმაციო ბაზების მოძიება, ადაპტირება, ბოლო 10 წლის განმავლობაში პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის განყოფილების მიერ ქიმიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები:
- შემუშავებულია საერთაშორისო დოკუმენტებთან ჰარმონიზებული 15 ნორმატიული აქტი: ჰიგიენური ნორმატივები, სანიტარიული წესები, დებულებები და მეთოდური რეკომენდაციები. მათ შორის _ დებულებები საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის, ნიშანდების და ეტიკეტირების შესახებ; საინფორმაციო ფურცელი უსაფრთხო მოპყრობის შესახებ; პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის ტერმინოლოგია; -მოპოვებულია და ადაპტირებულია საინფორმაციო საძიებო სისტემა АРИПС _ "Опасные Вещества".

შემუშავებულია ქიმიური ნივთიერებების საინფორმაციო ბაზის მრავალპირობიანი ეროვნული პროგრამის პროექტი. შედგენილია ქვეყანაში მიმოქცევაში მყოფი საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ნომენკლატურული მონაცემების ნუსხა. განყოფილების მეცნიერები მონაწილეობენ საქართველოში 1999-2003, 2005-2009 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების და ზრდის რეგულატორების) რეგისტრაციის პროცესში. ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური ექსპერტიზა ჩაუტარდა 200-ზე მეტ პესტიციდს (მოქმედი ნივთიერება, პრეპარატული ფორმა).

ექსპერტიზის საფუძველზე ერთიანი სახელმწიფო რეესტრისათვის ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე მომზადდა მონაცემთა ბაზა. ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური შეფასება მიეცა ტექნოლოგიურ ნარჩენს - სილიკომანგანუმის წიდას, ბაქტერიულ მინერალურ სასუქს `ბომსი~, ორგანულ სასუქს `ეკოლოგი~. შესწავლილია სამრეწველო შხამის - ნატრიუმის ციანიდის, ფართოდ გამოყენებული კომბინირებული პრეპარატების, დითიოკარბამატისა და სპილენძის შემცველი კომბინირებული პესტიციდების (რიდომილი, გოლდი მც, კურზატ-რ და სპილენძის ქლორჟანგის) ორგანიზმზე მოქმედების თავისებურებები რეპროდუქციული ტოქსიკურობის გათვალისწინებით. განყოფილების თანამშრომლები ჩართული არიან პან-ევროპულ პროცესებში “გარემო ევროპისათვის” და “გარემო და ჯანმრთელობა”. ისინი, როგორც გარემოსა და ჯანმრთელობის ექსპერტები მონაწილეობენ ქვეყნის ეროვნული დოკუმენტების შემუშავებაში 1998 წელს მომზადდა `ქიმიური ნივთიერების მართვის ინფრასტრუქტურის შესაფასებელი ეროვნული პროფილი” (UNIთAღ/IOMჩ-ის მხარდაჭერით), ხოლო 2003 წელს - “ საქართველოს გარემოს ჰიგიენის ეროვნული სამოქმედო გეგმა – გარემო და ჯანმრთელობა” (WHO- ს მხარდაჭერით). განყოფილების მეცნიერების მიერ ქიმიური უსაფრთხოების საკითხებზე შესრულდა რიგი პროექტები
_ 1998 - გარემოს მავნე ფაქტორების (პესტიციდების) ორგანიზმზე ზემოქმედების ნაადრევი ცვლილებების პროგნოზირების და შეფასების ინტეგრალური მიდგომები პროფესიული კონტიგენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით (საქართველოს სახელმწიფო მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის მხარდაჭერით);
_ 1998 - ტყვიის მონიტორინგი და ეპიდემიოლოგია (მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით);
_ 2002 - საქართველოს ტერიტორიაზე შხამქიმიკატების სასაწყობო მეურნეობის ტერიტორიალური განაწილების რუქა (სოროსის ფონდის მხარდაჭერით);
_ 2004 - კახეთის რეგიონში პესტიციდების ინტენსიური მოხმარების რაიონში ეკოტოქსიკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება (კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის მხარდაჭერით);
- 2006 - საინფორმაციო კამპანია მიტოვებული და გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ (მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების საერთაშორისო ქსელის IPEN მხარდაჭერით). სამეცნიერო კადრების მომზადების საკითხში განყოფილება თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერების დეპარტამენტთან. ბოლო 5 წლის განმავლობაში განყოფილებაში შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დაცულია 3 საკვალიფიკაციო დისერტაცია, მომზადდა 3 ასპირანტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე