საკონსულტაციო-პოლიკლინიკური განყოფილება

ინსტიტუტის ბაზაზე 1971 წ-დან ფუნქციონირებდა სამეცნიერო-საკონსულტაციო პოლიკლინიკა. მისი ხელმძღვანელი დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე იყო რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ნოდარ ნიკოლაიშვილი.
2000 წლიდან იგი გადაკეთდა საკონსულტაციო-პოლიკლინიკურ განყოფილებად, რომლის ხელმძღვანელია მედ. მეცნ. დოქტორი მ. გვიშიანი. განყოფილება დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სპეციალისტებით: პროფპათოლოგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ლარინგოლოგი, ოკულისტი, დერმატოლოგი;
მის შემადგენლობაში იყო რენტგენოლოგიური კაბინეტი და კლინიკური ლაბორატორია. საკონსულტაციო-პოლიკლინიკური განყოფილების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ინსტიტუტში წარმოებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ და ორგანიზაციულ-მეთოდურ ღონისძიებებში.
საკონსულტაციო-პოლიკლინიკური განყოფილება აწარმოებდა მავნე საწარმოო ფაქტორებთან კონტაქტში მყოფ დასაქმებულთა დისპანსერულ მეთვალყურეობას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე