პროფესიულ დაავადებათა განყოფილება

პროფდაავადებათა განყოფილება ფუნქციონირებს ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1927). მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ინსტიტუტის დამაარსებელი,ცნობილი თერაპევტი და საზოგადო მოღვაწე, პროფ. ნ. მახვილაძე, პროფდაავადებათა განყოფილების მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ გამოჩენილი კლინიცისტები: აკადემიკოსი პ. სარაჯიშვილი, ა. წულუკიძე, გ. დიდებულიძე, ვ. გერსამია, ვ. გოგიბედაშვილი, ა. რუხაძე, ა. მინდაძე, გ. ცქიმანაური და სხვანი; ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი კლინიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართული პროფპათოლოგიის ფუძემდებელი მაკა (მარიამ) მაჩაბელი. 1962-72 წწ კლინიკას სათავეში ჩაუდგა ქართული პროფპათოლოგიური სკოლის გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე პროფ. სალომე ყიფიანი. მან ჩამოაყალიბა პრაქტიკოსი ექიმების, მკვლევარების და პედაგოგების სოლიდური სკოლა პროფპათოლოგიაში. შემდგომ წლებში კლინიკას ხელმძღვანელობდნენ საქ. დამსახურებული ექიმი ე. გრძელიძე, პროფესორი ვადიმ სააკაძე. ამჟამად კი პროფესორი მზია წერეთელი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული პროფპათოლოგიური სკოლის განვითარებაში, როგორც დიდი ერუდიციის მქონე ექიმს, შესანიშნავ აღმზრდელს და მაღალი სულის ადამიანს. მისი გამოკვლევები ყოველთვის გამოირჩეოდა თემატიკის მრავალფეროვნებითა და ანალიზის სისრულით. იგი მისთვის ჩვეული გულისხმიერებით, ლაკონიზმით და კონკრეტულობით უზიარებს ახალგაზრდებს თავის მდიდარ გამოცდილებას, როგორც მეცნიერი და კლინიცისტი და დიდი წვლილი შეაქვს მათ პროფესიულ დაოსტატებაში. პროფდაავადებათა განყოფილება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და უთმობს სამხარეო პათოლოგიის პრობლემების მრავალმხრივ კვლევას ქვეყნის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სპეციფიკურ დარგებში (მანგანუმის, ნატურალური აბრეშუმის, ანდეზიტის, ბარიტის, ბენტონიტური თიხების, სამშენებლო მასალების, თამბაქოს, ჩაის, ტუნგოს პესტიციდების და სხვა). კლინიკური განყოფილების სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიზანია პათოლოგიის წინარე და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების შემუშავება, მავნე საწარმოო ფაქტორებით გამოწვეული დაავადებების განვითარების მექანიზმების შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული პათოლოგიის ეტიოლოგიის, პათოგენეზის, კლინიკის, ადრეული დიაგნოსტიკის, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესწავლა-შემუშავების საკითხებს; განყოფილებაში ფართოდ გამოიყენება კლინიკურ-ინსტრუმენტული, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნურ-გენეტიკური კვლევის მეთოდები; ტარდებოდა ძიებანი პროფესიული პათოლოგიის ფორმირების სხვადასხვა ფაზაში ადაპტაციური, საკომპენსაციო და პათოლოგიური რეაქციების პათოგენეზური არსის განსაზღვრისათვის. განყოფილების ბაზაზე პერმანენტულად წარმოებდა სხვადასხვა სპეციალობის კლინიცისტების (თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ოფტალმოლოგი, დერმატოლოგი, ლარინგოლოგი, ალერგოლოგი) და შრომის ჰიგიენისტების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში.

განყოფილების სამეცნიერო პოტენციალი მიმართული იყო მავნე საწარმოო ფაქტორების მიმართ ორგანიზმის ადაპტაციური რეაქციების განვითარების შესწავლისა და შესაბამისი გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავებისაკენ. პროფდაავადებათა განყოფილების სტრუქტურაში იყო თერაპიული და ნევროლოგიური ქვეგანყოფილებები, ფუნქციურ-დიაგნოსტიკური , კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიები. თვალსაჩინოა ქართული ნევროლოგიური პროფპათოლოგიის მიღწევები, რომლის ფუძემდებლად ითვლება ცნობილი კლინიცისტი, მედიცინის დამსახურებული მოღვაწე, მედ. მეცნ. კანდ. ალენა ხავთასი.

პირველად სამედიცინო ლიტერატურაში დამტკიცდა მანგანუმით პროფესიული ინტოქსიკაციის განვითარების შესაძლებლობა ჭიათურის მაღაროელთა შორის. აღწერილია ამ კონტინგენტში მანგანიზმის უმძიმესი ფორმების – მანგანუმისმიერი პარკინსონიზმის შემთხვევები, დაზუსტდა ამ ინტოქსიკაციის კლინიკური გამოვლინების განსხვავებული დამახასიათებელი კლინიკური სინდრომები მანგანუმის მოპოვებასა და გამოყენებაზე მომუშავეთა შორის. შემდგომ კვლევები გაფართოვდა და ახალი სიმპტომატოლოგიით შეივსო ვიბრაციული დაავადებისა და მანგანიზმის კლინიკური სურათი ვიბრაციის ფაქტორისა და მანგანუმის ცალ-ცალკე და ერთდროული მოქმედებისას მომუშავეთა ორგანიზმზე (რ. ჯავახაძე). დადგინდა მანგანიზმისათვის დამახასიათებელი იმუნოლოგიური სტატუსი და ჩამოყალიბდა პრემანგანიზმის ცნება ამ მძიმე პროფესიული ინტოქსიკაციის განვითარების დროული პრევენციის მიზნით (დ. ზურაშვილი). აღწერილი იქნა მეჩაიეთა შორის, მცირე მექანიზაციით სარგებლობისას, გამოწვეული ვიბრაციული პათოლოგიის სპეციფიკური კლინიკური თავისებურებანი (ა. ჭიაბრიშვილი).

მნიშვნელოვნად გამდიდრდა საერთო წარმოდგენა ვიბრაციულ დაავადებაზე, როგორც მთლიანი ორგანიზმის პათოლოგიაზე, რომლის დროსაც დამახასიათებელია ცვლილებები კუჭსა და ღვიძლში (ფ. ლაბაძე), პანკრეასში (რ. მანჯავიძე), მხედველობის ანალიზატორში (ა. ჩაგელიშვილი). პირველად მსოფლიო ლიტერატურაში დადგინდა და აღწერილ იქნა პროფესიული ბრონქული ასთმის განვითარების შესაძლებლობა მანგანუმის მცირე დოზების მოქმედების შედეგად. შემუშავდა მისი სპეციფიკური დიაგნოსტიკის, პრევენციის და რეაბილიტაციის მეთოდი (ვ. სააკაძე). პროფესიული თერაპიის დარგში მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიული მავნეობით (თამბაქოს და მანგანუმის აეროზოლები, საწარმოო ვიბრაცია) გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა სისტემის სპეციფიკური და არასპეციფიკური რეაქციების დადგენა (მ. წერეთელი, რ. თათარაძე, თ. ტოგონიძე). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა შესწავლილი იქნა აგრეთვე მედიცინის მუშაკთა შორის (მ. წერეთელი, ნ. ლოხიშვილი, ქ. გაჩეჩილაძე). მნიშვნელოვანია განყოფილების თერაპევტთა წვლილი საწარმოო აეროზოლებით გამოწვეული სუნთქვის ორგანოების პროფესიული პათოლოგიის შესწავლისა და პრევენციის საკითხებში (თ. ტოგონიძე, ლ. გობრონიძე, ლ. კაციტაძე, ბ. ჭიპაშვილი, დ. აგამირზოვა, ო. სადოვაია, ნ. დუბინსკაია). პროფპათოლოგიური განყოფილების ბაზაზე განვითარდა მედიცინის მიმართულება - პროფესიული ალერგოლოგია. დადგინდა საქართველოში პროფესიული ალერგოზების გავრცელების სურათი, ნოზოლოგიური ფორმების სპექტრი, სპეციფიკური სადიაგნოსტიკო და პროფილაქტიკის კომპლექსები. შემუშავებულია და პრაქტიკულ მუშაობაში გამოიყენება სხვადასხვა საწარმოო ალერგენით გამოწვეული პროფესიული ასთმის და მისი კლინიკური ექვივალენტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის სქემები (ნ. ლომთათიძე, ბ. ღვინიაშვილი, მ. გვიშიანი). დადგინდა პროფესიული ბრონქული ასთმისა და ალერგიული დერმატოზის იმუნურ-გენეტიკური საფუძვლები (მ. ციმაკურიძე, ნ. ხაჭაპურიძე, რ. ბარათაშვილი, ო. ჯვარიშეიშვილი, ნ. დუბინსკაია.) ღრმად იქნა შესწავლილი დარიშხანის და მისი შენაერთების შედარებით მცირე კონცენტრაციის ზემოქმედებით განვითარებული პათოლოგიური ძვრები (რ. მანჯავიძე, ზ. ტოპეშაშვილი, ვ. როყვა ჯ. მოგელაძე).

პირველად დადგინდა ფენოლით ქრონიკული პროფესიული ინტოქსიკაციის არსებობა, მისი კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის თავისებურებანი (ე. კაკაურიძე). დამტკიცდა, რომ საქართველოში კლასიკური ბისინოზის შემთხვევები არ ვითარდება (ე. გძელიძე). ახალი სამეცნიერო ფაქტებით გაამდიდრა და დახვეწა პროფპათოლოგიური მეცნიერება რენტგენოლოგიური (თ. მგელაძე) და ბიოქიმიური (თ. კაკულია) კვლევის შედეგებმა. პროფპათოლოგიის კლინიკის მუშაობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბიოქიმიის ლაბორატორიას, რომელიც დაარსდა 1928 წელს. მისი პირველი ხელმძღვანელები იყვნენ ნ. მარჯანიშვილი და მ. ჯავახია, წლების განმავლობაში ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ბოილ. მეცნ. კანდიდატი თ. კაკულია, რ. გვენეტაძე, ჯ. მოგელაძე.

ლაბორატორიის კვლევის ძირითადი მიმართულება იყო კონიოგენური ფაქტორების, ინტოქსიკაციების, ხმაურისა და ვიბრაციის, სხვადასხვა ქიმიური შენაერთებისა და პესტიციდების ზემოქმედების შედეგად ბიოქიმიური ძვრების განსაზღვრა როგორც კლინიკაში, ისე ექსპერიმენტულად. ლაბორატორიაში წარმოებდა ბიოქიმიური კვლევები პროფესიული ინტოქსიკაციებისა და დაავადების დიაგნოსტირების, დიფერენციული დიაგნოსტიკის, პათოგენეტიკური თერაპიისა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

1966 წ. დაარსდა სილიკოზის განყოფილება, რომლის პირველი ხელმძღვანელი 1972 წლამდე იყო დამსახურებული ექიმი თ. ტოგონიძე, შემდეგ დამსახურებული ექიმი ნ. გაბრიაძე. განყოფილება უწევდა მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას ქვეყნის მასშტაბით სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, შეისწავლიდა სამთამადნო და სხვა მტვრიან საწარმოებში დასაქმებულ მუშათა შრომის პირობებს და აქტიურად ეწეოდა მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ქალბატონი ნორა გაბრიაძის ხელმძღვანელობით შექმნილი იყო სილიკოზის საწინააღმდეგო კომისია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციასთან ერთად.

პროფპათოლოგიის განყოფილებაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო პრაქტიკულ მუშაობაში ცნობილი ექიმები ა. ხავთასი, ფ. ლაბაძე, ა. ჭიაბრიშვილი, ლ. გობრონიძე, ბ. ღვინიაშვილი, თ. კაკულია, მ. მგალობლიშვილი, ვ. ბერია, დ. გოლოვნია, ს. ოსკანოვი, რ. მანჯავიძე, ო. ჯვარშეიშვილი, ლ. კაციტაძე, პ. სტეპანოვი, შ. ბოლოთაშვილი, ზ. ტოპეშაშვილი, ნ. დუბინსკაია, ი. სარალიძე, მ. გულუა, ქ. ლორია, ო. სადოვაია, ნ. გაბრიაძე, ბ. ჭიპაშვილი, დ. ბათიაშვილი, მ. ჯიჯეიშვილი, ქ. გაჩეჩილაძე, ი. საკანდელიძე, ნ. კაციტაძე, ნ. გეფერიძე, ლეჟავა, შ. რცხილაძე, ვ. შანიძე. პროფდაავადებათა განყოფილება და მისი თანამშრომლები მედ. მეცნ. დოქტ. პროფ. მ. წერეთლის ხელმძღვანელობით რ. ჯავახაძე, ა. ჩაგელიშვილი, ნ. ლოხიშვილი, მ. გვიშიანი, რ. ბარათაშვილი, დ. აგამირზოვა, ე. სინჯარაძე, ნ. ხატიაშვილი, ვ. გუნცაძე, ხ. შუბლაძე, ხ. ჩიგოგიძე, ნ. რუხაძე, ც. დავითაშვილი, სვანიძე, თ. აფციაური, ლ. თოდუა, მ. მამულაშვილი, ე. მაისურაძე, ნ. მახარაძე, ნ. ლომაძე, ნ. ადამაშვილი, ლ. სინჯიაშვილი, თეა თოდუა, თათია თოდუა, ნ. კალანდაძე, მ. გაგუა დღესაც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ინსტიტუტის სამეცნიერო- პრაქტიკულ საქმიანობა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე