შრომის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოში შრომის მედიცინის განვითარებას საფუძველი დაედო 1926 წელს, მას შემდეგ, რაც გერმანიიდან დაბრუნებულმა ცნობილმა ქართველმა თერაპევტმა და საზოგადო მოღვაწემ, პროფესორმა ნიკოლოზ მახვილაძემ თბილისში, საქართველოს მუშებისათვის პირველი პროფესიულ დაავადებათა შემსწავლელი პოლიკლინიკა დაარსა.

ინსტიტუტი არის სამეცნიერო, მეთოდური, სამკურნალო და პროფილაქტიკური ცენტრი, რომელიც მუშაობს საწარმოო და გარემოს ფაქტორების ორგანიზმზე მოქმედების რისკის შეფასების, შრომის ჰიგიენის, შრომის ფიზიოლოგიის, ქალთა შრომის, პროფესიული პათოლოგიის, სამრეწველო და სასოფლო_სამეურნეო ტოქსიკოლოგიის, სამრეწველო ქიმიისა და ეკოლოგიის მეცნიერული საფუძვლების პრობლემებზე.

ინსტიტუტი დაკომპლექტებულია უმაღლესი განათლების მქონე სხვადასხვა სპეციალისტებით: ექიმები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, ინჟინრები. მათ შორის მედიცინისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი- 16, პროფესორი, აკადემიკოსი-3.
ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს ჰიგიენის სამოქმედო ეროვნული გეგმის ,,გარემო და ჯანმრთელობა" შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2003 წლის მარტში.

საკონტაქტო ინფორმაცია

გორგასლის III ჩიხი 5
(032) 2 95 65 94
(+995) 577 76 76 59
(032) 2 95 99 66 (+995) 599 35 53 44

შემოგვიერთდით Facebook-ზე