2015 წელში ჩატარებულ სამუშაოთა ანგარიში

“ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის რგანის მაღაროსა და გამამდიდრებელ და ცენტრალურ წამყავან ფაბრიკებში მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებულ იქნა მონიტორინგი (ჰიგიენური ფაქტორების ხელახალი გაზომვა და 2007 წლის მონაცემებთან შედარება, მიწოდებული რეკოენდაციების პრაქტიკაში განხორციელებული შედეგების აღნუსხვა)
შპს საქნახშირი ,,ჯი–აი–ჯი’’ ჯგუფის ტყიბულის შახტების მიწისზევით მომუშავეებს შორის ჩატარებულ იქნა აღწერილობითი ეპიდემიოლოგიური კვლევა ,,ინტერვიურირება-პირისპირ“ მეთოდით. აღნიშნული წარმოებაში რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგად დამუშავდა პირველადი მასალა, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა სხვადასხვა მონაცემი სქესობრივი, ასაკობრივი, სტაჟობრივი ჯგუფების, შრომის ჰიგიენური პირობების მავნეობის კლასების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, საცხოვრებელი პირობების, ცხოვრების წესის,შრომის პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
წინასწარ დადგენილ იქნა რესპონდენტთა რეპრეზენტატული რაოდენობა და შესაბამისად გამოკითხულ იქნა 284 რესპონდენტი. (კაცი -73,8%; ქალი - 26,2%). შესწავლილ იქნა დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სუბიექტური ჩივილების მიხედვით სქესობრივ, ასაკობრივ, სტაჟობრივ და მავნეობის კლასის ჯგუფებში. გამოვლინდა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 5,7% ავადობდა და ძირითადად, მამაკაცები (93.8%) .
2015 წლის აგვისტოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „საქნახშირის“ ტყიბულის მინდელის სახელობის და ძიძიგურის მაღაროს დასაქმებულებს შორის გაისინჯა 66 პირი. მათ ჩაუტარდათ ექიმ სპეციალისტების – თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი –კონსულტაციები; ეკგ და გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა; სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში შაქრის და პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა. გასინჯულთა შორის 51,5% (35) აღმოჩნდა პრაქტიკულად ჯანმრთელი, ხოლო 48,5% (31)–ს დაესვა სხვადასხვა დიაგნოზი.
2015 წლის ნოემბერში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „საქნახშირის“ტყიბულის მინდელის სახელობის და ძიძიგურის მაღაროს მიწისზედა დასაქმებულებს შორის გაისინჯა 55 პირი. გასინჯულთა შორის 41,82% (23) აღმოჩნდა პრაქტიკულად ჯანმრთელი, ხოლო 58,18% (32)–ს დაესვა სხვადასხვა დიაგნოზი.

საკონტაქტო ინფორმაცია

გორგასლის III ჩიხი 5
(032) 2 95 65 94
(+995) 577 76 76 59
(032) 2 95 99 66 (+995) 599 35 53 44

შემოგვიერთდით Facebook-ზე