2013 წელში ჩატარებულ სამუშაოთა ანგარიში

”პროფესიულ დაავადებათა პრევენციის” 2013 წლის სახელმწიფო ფარგლებში, მომუშავეთა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასების მიზნით “ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ენერგეტიკულ, ავტოსატრანსპორტო, რკინიგზის ტრანსპორტის, სარემონტო–სამშენებლო საამქროებსა, ცენტრალური საწყობის ჯართის დამზადების უბანზე, ცენტრალურ, ეკოლოგიურ, მეტალურგიულ ლაბორატორიებში, მეტროლოგიის სამსახურსა და ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში შესწავლილ იქნა სამუშაო გარემოს და შრომის პროცესის ძირითადი ფაქტორები: სამუშაო ზონის ჰაერის დამტვერიანება და მავნე ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება, საწარმოო მიკროკლიმატი (ჰაერის ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება), საწარმოო ხმაური, ბუნებრივი განათება.
სამუშაო დღის ქრონომეტრაჟული დაკვირვებები პროფესიების მიხედვით. სამუშაო გარემოს და შრომისპროცესის ფაქტორების შესწავლა-შეფასება განხორციელდა მოქმედი სტანდარტული მეთოდების, ჰიგიენური ნორმატივების და “შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაციის ”გამოყენებით. მუშების შრომის პირობები შრომითი პროცესის სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით მიეკუთვნება: ოპტიმალურ 1 კლასს მიეკუთვნება ენერგეტიკული საამქროს ლაბორატორიის ლაბორანტის სამუშაო, დასაშვებ 2 კლასს (სამშენებლო-სამონტაჟო საამქროს უფროსი, რკინიგზის ტრანსპორტის დისპეჩერი, კომპრესორის მემანქანე, ელ.შემკეთებელი, ტუმბოს მემანქანე, საკამკამოს მუშა,), 3.1 კლასს (სამშენებლო უბნის მებეტონე, მოპირკეთების უბნის მლესავი, დურგალი, მღებავი, რკინიგზის ტრანსპორტის საამქროს ელექტრიკოსი, კომპრესორის, წყალსადენის,რკინიგზის შემკეტებელი ზეინკლები), 3.2 კლასს (სამშენებლო უბნის მემონტაჟე, მოპირკეთების უბნის მომპირკეთებელი, მძღოლი,) და 3.3 კლასს (მოპირკეთების უბნის მომპირკეთებელი) ეპიდემიოლოგიურიო კვლევისათვის შერჩეულ და გამოკითხულ იქნა 437 რესპონდენტი.
2013 წლის კლინიკური ჯგუფის მიერ ჩატარებული იქნა რეფერენს კვლევა ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რკინიგზის და ავტოტრანსპორტის საამქროებში. მიზნობრივ ჯგუფში გასინჯულ იქნა 81 დასაქმებული. მათგან 22 აღმოჩნდა პრაქტიკულად ჯანმრთელი.

საკონტაქტო ინფორმაცია

გორგასლის III ჩიხი 5
(032) 2 95 65 94
(+995) 577 76 76 59
(032) 2 95 99 66 (+995) 599 35 53 44

შემოგვიერთდით Facebook-ზე