2012 წელში ჩატარებულ სამუშაოთა ანგარიში

„ჯორჯიანმანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგიული მოწყობილობების შემკეთებელ, გარცმების დამამზადებელ, საჩამომსხმელო საამქროებში, აგლოფაბრიკაში და აჯამეთის კარიერზე მიმდინარე ტექნოლოგიური ოპერაციები (ლითონის ჭრა– დამუშავება, აზბესტშემცველი დეტალების დამუშავება, აზბესტის ფურცლების ჭრა, ლითონის დეტალების ბურღვა, ღარვა, ფერადი და უჟანგავი ფოლადის ნაკეთობების ელექტრო–შედუღება, გარცმების შედუღება, ფერადი ლითონების შენადნობების ჩამოსხმა, ყალიბ–ფორმების მომზადება, კირქვის ცხავში გარეცხვა, დახარისხება, მსხვრევა, ბრიკეტების შრობა წნეხვა) სამუშაო გარემოს მავნე ფაქტორთა წარმოქმნა გავრცელებით ხასიათდება, რაც მიუთითებს დამხმარე საამქროებში პროფესიული რისკის არსებობაზე.
„პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ამოცანის – „შრომის პროცესში მოქმედი გარე ფაქტორების შეფასების“ შესაბამისად შესწავლილი და ჰიგიენურად შეფასებულ იქნა მომუშავეთა შრომის პირობები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგიული მოწყობილობების შემკეთებელ, გარცმების დამამზადებელ, საჩამომსხმელო საამქროებში, აგლოფაბრიკაში და აჯამეთის კარიერზე. მომუშავეთა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დამხმარე საამქროებში მოიცავდა სამუშაო ზონის ჰაერის დამტვერიანების მდგომარეობის, სამუშაო ზონის ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მდგომარეობის, ხმაური, საწარმოო მიკროკლიმატის (ჰაერის ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება), ბუნებრივი განათების მდგომარეობის შესწავლა – შეფასებას და ქრონომეტრაჟული დაკვირვებების ჩატარებას. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დამხმარე საამქროებში მომუშავეთა შრომის პირობებს ჰიგიენური შეფასება მიეცა სამუშაო გარემოს და შრომის პროცესის (შრომის სიმძიმე, დაძაბულობა) ცალკეული ფაქტორების მიხედვით (რეალური დონეების დადგენა, სანიტარიულ ნორმებზე გადამეტება–გადახრის ხარისხი). დამხმარე საამქროებში მომუშავეთა შრომის პირობების კომპლექსური ჰიგიენური შეფასება განხორციელდა საქართველოში მოქმედი შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაციის მოთხოვნების შესაბამისად. დადგენილ იქნა მომუშავეთა შრომის ჰიგიენური პირობების საბოლოო კლასები, განისაზღვრა სავარაუდო პროფესიული რისკის ჯგუფები.
ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა,რომ №4 საამქროს გაზგამწმენდ უბანზე და მზა ნაწარმის საწყობში შრომის პირობები ჰიგიენურად არასახარბიელოა და მოითხოვს ეფექტური გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გატარებას უმოკლეს ვადებში, შესაბამისად ქარხნის ადმინისტრაციას მიეცა სათანადო რეკომენდაციები. სს ,,ჯორჯიანმარგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აჯამეთის კარიერის, აგლოფაბრიკის, საჩამომსხმო და გარცმების საამქროების მომუშავეთა შორის ჩატარებულ იქნა ეპიდემიოლოგიური კვლევევა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხულ იქნა 247 რესპონდენტი, აჯამეთის კარიერის, აგლოფაბრიკის, საჩამომსხმო და გარცმების საამქროების მომუშავენი. კითხვარების კომპიუტერული დამუშავების შედეგად გამოვლენილ იქნა შრომის პირობები და შემუშავდა გამაჯანსაღებელი რეკომენდაციები.
შესწავლილ იქნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მომუშავეთა ავადობის მაჩვენებლები, შემთხვევათა რიცხვისა და დროებითი შრომისუუნარო დღეების მიხედვით ასაკობრივი, პროფესიული ჯგუფების, საამქროებისა და ნოზოლოგიური ფორმების მიხედვით, როგორც მთელს კოჰორტაში, ასევე სქესობრივ ჯგუფებშიც. პირველადი მასალა შეგროვდა წარმოებაში არსებული დროებითი შრომისუუნარობის ფურცლების მიხედვით - 1428 ბიულეტენი. ავადობის მაჩვენებლები, ქარხნის მასშტაბით, შემთხვევათა რიცხვის მიხედვით უტოლდებოდა -60,4, ხოლო დროებითი შრომიუუნო დრეების მიხედვით - 573,4. მიღებული შედეგებით, ნოტკინის „დროებითი შრომისუუნარობის მიხედვით ავადობის მაჩვენებლების შეფასების კლასიფიკაციით“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ავადობის დონეების მიხედვით მიეკუთვნება საშუალო დონეს. 2012 წლის სექტემბერში კლინიკური ჯგუფის მიერ ჩატარებული იქნა რეფერენს კვლევა ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგიულ მოწყობილებების შემკეთებელ, საჩამომსხმელო და გარცმების დამამზადებელ საამქროებში. მიზნობრივ ჯგუფში გასინჯულ იქნა 53 დასაქმებული. მათგან 17 აღმოჩნდა პრაქტიკულად ჯანმრთელი. რეფერენს-კვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ პათოლოგიებს შორის წამყვანი ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, შემდეგ კანის და სასუნთქი სისტემის დაავადებებს; გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის პრევალირებს ჰიპერტონული დაავადება და არასტაბილური სტენოკარდია, ნერვული სისტემის დაავადებებს შორის - ხერხემლის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, გავა-წელის ქრონიკული რადიკულიტი). ეს დაავადებები, ძირითადად, აღინიშნება ასაკოვან პირებში. გამოვლინდა პროფესიულ დაავადებაზე საეჭვო ცხრა შემთხვევა- ქრონიკული ბრონქიტის-5 (აღენიშნებოდა ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის მქონე მავნე პროფესიებს-ელამწის მემანქანე, ზეინკალი, ხარატი სხვადასხვა სტაჟით 7, 15, 17, 26); ნერვული სისტემის დაზიანების 4 შემთხვევა –ნევრასთენია (ზეინკალი, სტაჟი 26 წელი), ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანება (ზეინკალი, სტაჟი 17 და 30 წელი); ექსტრაპირამიდული დარღვევები (უბნის უფროსი, სტაჟი 32 წელი). ყველა ეს პირი საჭიროებს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამატებით კვლევებს და მონიტორინგს.

საკონტაქტო ინფორმაცია

გორგასლის III ჩიხი 5
(032) 2 95 65 94
(+995) 577 76 76 59
(032) 2 95 99 66 (+995) 599 35 53 44

შემოგვიერთდით Facebook-ზე